ახლა გავიგე, რომ ანტიამერიკულმა “ქართული ოცნების” პარტიამ გააუქმა ბათუმში შემოთავაზებული Trump Tower-ი და დონალდ ტრამპს მატყუარა უწოდა. ამის შესახებ კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
“ახლა გავიგე, რომ ანტიამერიკულმა “ქართული ოცნების” პარტიამ გააუქმა ბათუმში შემოთავაზებული Trump Tower-ი და დონალდ ტრამპს მატყუარა უწოდა. რატომ ეზიზღება “ქართულ ოცნებას” პრეზიდენტი ტრამპი? მათ შეეძლოთ ბიზნეს გარიგებების წარმოება ამერიკასთან, მაგრამ ჩინეთის კომუნისტური პარტია აირჩიეს”, - წერს უილსონი.