ვთქვათ დავიჯერეთ, რომ 2.4 კგ. „ჰექსოგენი“ რუსეთში მიჰქონდათ. ჩვენ რას გადაგვეკიდნენ?! - ომი აქვთ?! - იომონ! შეეშვან საქართველოს და საქართველო თავიანთ ომში ჩათრევას! - ომი, რომელსაც ისინი ეწევიან, საქართველოს ომი არ არის! როდესაც ჩვენ ომი გვქონდა, ომში არავინ ჩაგვითრევია და არც ერთი ქვეყანა რისკის ქვეშ არ დაგვიყენებია! ამის შესახებგანაცხადა შალვა პაპუაშვილმა „ჰექსოგენის“ საქმეზე საუბრისას.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, გამოძიების ინფორმაციით, ასაფეთქებელი ნივთიერება ავლაბარში, კონკრეტულ მისამართზე მიდიოდა.
"ქართული გვარ-სახელის მქონე ადამიანები კიდევ ზელენსკისა და უკრაინის სპეცსამსახურების განდიდებით რომ არიან დაკავებული, ამიტომაც არიან უსამშობლოები! როგორ შეიძლება შენი სამშობლო გიყვარდეს, ამას ხედავდე, ხმას არ იღებდე და ერთ საყვედურს არ ამბობდე!
ვთქვათ დავიჯერეთ ვერსია, რომ „ჰექსოგენი“ რუსეთში უნდა გაეტანათ, ოღონდ რუსეთისათვის ზიანი მიეყენებინათ, აქ რომ აფეთქებულიყო ქართველ ქალებსა და ბავშვებს ჯანდაბამდე გზა ჰქონია?!
როდესაც უკრაინის სპეცსამსახურებზე ვსაუბრობთ, ასეთ ხალხთან გვაქვს საქმე! უკრაინის სპეცსამსახურებს ერთ რამეს ვურჩევ: - როცა თანამშრომლად მოღალატე ჰყავთ, ის საბოლოო ჯამში მათაც უღალატებს.
ეს არის მათი გაგება ძმობისა და მეგობრობის, რომ თბილისში 2.4 კგ. ასაფეთქებელი ნივთიერება შემოიტანეს, რომელმაც შეიძლება მთელი უბანი აწიოს ჰაერში. იმისათვის, რომ საკუთარ პოლიტიკურ მიზნებს მიაღწიონ, ჩვენს ქალებსა და ბავშვებს სწირავენ!
ოღონდ ზელენსკიმ საკუთარ სამხედრო მიზნებს მიაღწიოს... აქვთ ომი? იომონ! - კეთილი ინებონ პირდაპირ რუსეთს ეომონ და საქართველოს შეეშვან!“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.