პროკურატურამ ფაქტობრივად აღიარა, რომ 650 მილიონი დოლარი გაათეთრეს არა გადამცვლელი პუნქტის მეპატრონემ, არამედ თავად ხელისუფლების კორუფციულმა სინდიკატმა, რომლის სათავეშიც დგას ბიძინა ივანიშვილი, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.
ბოტკოველის თქმით, ეს არის მილიარდების ქურდობის მხოლოდ პატარა მაგალითი და არა გამონაკლისი.
“ის, რომ ფულის მოპარვა მათ ყველას - ყოფილ თუ მოქმედ ჩინოვნიკს უკავშირდება, ეს რეალობაა. ეს რეალობა ძალიან კარგად გამოჩნდა. რაც შეეხება ამ 650 მილიონის საქმეს, ფაქტობრივად გუშინ პროკურატურამ განაცხადი გააკეთა და აღიარა, რომ ჩვენ არ გვაქვს 1სახელმწიფო რეალურად, ჩვენ გვმართავს ერთი კორუფციული სინდიკატი, რომლის მიზანიც არის ის, რომ რაც შეიძლება მეტი ფული მოიპაროს. რუსეთიდან შემოსული იყო თუ საქართველოში მოპარული იყო თუ ქოლცენტრების ფული იყო, თუ რა იყო, თუ მათ უნდათ რომ ხალხს რამე დაანახონ, მაშინ დეტალურად ეს ყველაფერი უნდა თქვან. მიმალულია საქმე და ჩვენ ვიცოდით, ისედაც ვიცოდით რომ ისინი 650 მილიონს კი არა, მილიარდებს იპარავენ ყოველდღიურად და ახლა ეს დააბრალეს ვიღაც, მგონი, გადამცვლელი პუნქტის მეპატრონეს. გადამცვლელი პუნქტის მეპატრონემ 650 მილიონი დოლარი და 35 მილიონი ევრო გაათეთრა? ეს არის, ფაქტობრივადა აღიარება, რომ ისინი არიან კორუფციულ მორევში მყოფი ადამიანები, დაჯგუფება, ბანდა და არა ხელისუფლება. ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად უნდა დაინახოს ეს ყველაფერი. ყველას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ ყველა ქართველი, ყველა პატრიოტი ადამიანი 4 ოქტომბერს უნდა ვიდგეთ ქვეყნის მთავარ გამზირზე. ტაში უნდა დავუკრათ ესე იგი ხელისუფლებას, რომ 650 მილიონ დოლარამდე ისე მიაღწიეს, რომ მანამდე არავინ არაფერი არ იცოდა. ის ვიღაც თუნდაც, ვის არც ინიციალებს ასახელებენ, არც სახელ და გვარს გვეუბნებიან, რაც ცალსახას ხდის ფაქტს, რომ ამაში ისევ თვითონ არიან ჩართულები, 650 მილიონი ისე გაათეთრეს, რომ მანამდე არავინ არაფერი იცოდა და ერთიანად გამოჩნდა 650 მილიონი დოლარი. კიდევ ვიმეორებ, ეს არის დიდი კორუფციული ბუდე, რომლის სათავეში დგას ბიძინა ივანიშვილი და მისი მთავარი მიზანიც 2012 წელს მოსვლის შემდეგ, რაც არ უნდა ბევრს ეგონოს, რომ მას თითქოს საქართველოში ერთი კაპიკი არ უშოვია და ყველაფერი სხვა ქვეყნებში იშოვა და შემოიტანა, ეს ყველაფერი ნათლად აჩენს იმას, რომ ჩვენ გვაქვს საქმე დიდ კორუფციულ დაჯგუფებასთან, რომელშიც გარეული არიან როგორც ყოფილი ჩინოვნიკები, ისე მოქმედი ჩინოვნიკები და რეალურად მათი მართვის სტილი და სარგებელი არის ეს. მე არ ვიცი, როგორ შემოჰქონდათ, როგორ აკონვერტირებდნენ, ეს პროკურატურამ უნდა გამოიძიოს თუ მართლა რამის გამოძიებას აპირებენ. ვიმეორებ, ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა ამ ე.წ. ხელისუფლებისთვის, რეჟიმისთვის. 650 მილიონი დოლარი კი არა, მილიარდები აქვთ ქართველ ხალხისთვის მოპარული და დარწმუნებული ვარ, რომ მალე დადგება დრო, როცა ყველა ამ ყველაფერზე პასუხს აგებს ნამდვილი სასამართლოს წინაშე. ამ ამბავს ვერ გავიაზრებ ნამდვილად, რომ პროკურატურამ და სუსმა 650 მილიონი დოლარის აღმოჩენით გადაგვარჩინა. ეს არის კლანებს შორის დაპირისპირება, ვინ მეტს მოიპარავდა ამაში მუდმივად შეჯიბრება ჰქონდათ რეჟიმის წარმომადგენლებს და ეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა. ამასთან დაკავშირებით, მაგალითად, ლევან ხაბეიშვილი საუბრობდა დაახლოებით ამ თანხაზე, რასაც ან კალაძეს სთხოვდა, ან ლილუაშვილს სთხოვდა, ან ღარიბაშვილს სთხოვდა. ეს მართლდება, ჩვენ საბოლოოდ ვხედავთ, რომ რეალურად ეს ადამიანები მხოლოდ ფულის მოპარვით იყვნენ დაკავებულები.” - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, 2022-2024 წლებში განხორციელებული, უპრეცედენტო ოდენობის - 624 მილიონი აშშ დოლარის და 35 მილიონი ევროს ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა. ფულის გათეთრების ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი.