„დაიცავი უვიზო, არა რუსულ რეჟიმს“, - მარში თსუ-ის I კორპუსიდან რუსთაველის გამზირზე მიემართება.
აქციაზე იმყოფებიან სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერი, წევრები და მოქალაქეები.
ადგილზე აქციის მონაწილეებს სხვადასხვა ბანერები და საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ გამოტანილი.
მარში, „ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის შტაბთან დროებით შეჩერდა.
აქციის მონაწილეები სკანდირებენ - "მონებო", "რევოლუცია".
ფოტო: პუბლიკა