სახელმწიფო უსაფრთხლოების სამსახურში აცხადებენ, რომ დღეს მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ბაჩო ახალაია შესაძლოა საქართველოში ასაფეთქებელი ნივთიერების, ჰექსოგენის შემოტანაში ფიგურირებდეს, მათი "შესწავლის საგანს წარმოადგენენ."
"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ბაჩანა ახალაია არ უხსენებია. თუმცა, ბოლო საათებში, მის გარშემო განვითარებული მოვლენები საინტერესოა ჩვენთვის და შესწავლის საგანს წარმოადგენს", - აცხადებენ სუს-ში.
დღეს გამოცემა Prime Time-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც წინა მთავრობის ყოფილი მაღალჩინოსნები ბაჩო ახალაია და გიორგი ლორთქიფანიძე საქართველოში ჰექსოგენის შემოტანაში ფიგურირებდნენ.
კერძოდ, გამოცემა წერს, რომ ასაფეთქებელი ნივთიერების უკრაინიდან გამოგზავნის პროცესისთვის ზედამხედველობა ლორთქიფანიძეს უნდა გაეწია, ხოლო საქართველოში ჩამოტანის შემდეგ აღნიშნული ნივთიერება ახალაიას ცოლის სახლში უნდა შენახულიყო.