უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის შეტევითი ოპერაცია სუმზე უკრაინულმა ძალებმა სრულად ჩაშალეს. მისივე თქმით, სასაზღვრო ზონაში ბრძოლები გაგრძელდა. ამის შესახებ ზელენსკი Telegram-ზე წერს.
„მთავარსარდალმა სირსკიმ ფრონტზე არსებული ვითარების, ძირითადი მიმართულებების შესახებ ანგარიში წარადგინა. გვაქვს შედეგები სუმის რეგიონში: დღეის მდგომარეობით, შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ სუმზე რუსეთის შეტევითი ოპერაცია ჩვენმა ძალებმა სრულად ჩაშალეს. სუმის ოლქის სასაზღვრო ზონაში ბრძოლები გრძელდება, თუმცა სუმის მიმართულებით განხორციელებულმა რუსულმა დაჯგუფებამ განცდილი დანაკარგების შედეგად შეტევითი შესაძლებლობები დაკარგა. ჩვენ ასევე ვაგრძელებთ რუსეთის შეტევითი აქტივობის წინააღმდეგ დონეცკის ოლქსა და ზაპოროჟიეში“ - აღნიშნა ზელენსკიმ.