სამოქალაქო აქტივისტი, შუშანა მაცაბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმეს.
მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
2 სექტემბერს, რუსთაველის გამზირზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც პოლიციის წინააღმდეგობის გაწევასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს, 23 პირი დააკავეს.