აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პოლონეთის საჰაერო სივრცეში რუსული დრონების შეჭრა, შესაძლოა, „შეცდომა“ ყოფილიყო. ამის შესახებ ტრამპმა ხუთშაბათს თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა. იუწყება Bloomberg
„შესაძლოა შეცდომა ყოფილიყო, მაგრამ ამის მიუხედავად, არ ვარ კმაყოფილი იმით, რაც ამ სიტუაციასთან დაკავშირებით ხდება. თუმცა, იმედია, ყველაფერი დასრულდება,“ - თქვა მან.
ტრამპმა ასევე დასძინა, რომ ის დაგმობს რუსეთს „ამ ხაზთან მიახლოებისთვისაც კი“.
მან თქვა, რომ ეს არ მოსწონს: „მე ამით აღფრთოვანებული არ ვარ“.