აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 34 წლის დეკარლოს ბრაუნ უმცროსისთვის სიკვდილით დასჯა მოითხოვა, რომელიც 22 აგვისტოს შარლოტში 23 წლის უკრაინელი ლტოლვილის, ირინა ზარუცკაიას მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. ამის შესახებ ტრამპი Truth Social-ში წერს.
„ცხოველი, რომელმაც ასე სასტიკად მოკლა უკრაინელი ლამაზი ახალგაზრდა გოგონა, რომელიც ამერიკაში მშვიდობისა და უსაფრთხოების საძიებლად ჩავიდა, უნდა „სწრაფად“ (ეჭვგარეშეა!)უნდა გასამართლდეს და სიკვდილით უნდა დაისჯოს. სხვა ვარიანტი არ არსებობს!!!“ - წერს ტრამპი.
მანამდე, ტრამპმა განაცხადა, რომ "უდანაშაულო ქალის სისხლი და დემოკრატების ხელებზეა, რომლებიც უარს ამბობენ ცუდი ადამიანების ციხეში ჩასმაზე“.
თავის მხრივ, ამერიკელმა ბიზნესმენმა ილონ მასკმა სოციალურ ქსელ X-ში განაცხადა, რომ მოკლული ზარუცკაიას გამოსახულებიანი მურალების შექმნის ინიციატივისთვის 1 მილიონ დოლარს გამოყოფს.
6 სექტემბერს, ჩრდილოეთ კაროლინას შტატის ქალაქ შარლოტში, უსახლკარო კაცმა მეტროში მოკლა უკრაინელი ლტოლვილი 23 წლის ირინა ზარუცკაია.
34 წლის აფროამერიკელი დეკარლოს ბრაუნ უმცროსი, დააკავეს და მკვლელობაში ბრალი წაუყენეს.
ბრაუნი 2011 წლიდან რამდენჯერმე დააკავეს ქურდობის, იარაღის გამოყენებით ძარცვისა და მუქარისთვის. მანამდე ბრაუნმა შეიარაღებული ძარცვისთვის ციხეში ხუთი წელი გაატარა.