შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანის ბრალდებით 1992 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი ნ.შ. დააკავეს.
დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ნ.შ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის კულტივირებისთვის მოწყობილი სპეციალური სათბურიდან, განსაკუთრებით დიდი ოდენობით 25 ძირი „მცენარე კანაფი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.