რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული თავდასხმის დროს პოლონეთის საჰაერო სივრცეში რუსული დრონების შეჭრა უბრალოდ მიუღებელია, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი X-ზე წერს.
მაკრონი ეხმიანება პოლონეთის საჰაერო სივრცეში რუსული დრონების შეჭრას.
„რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული თავდასხმის დროს პოლონეთის საჰაერო სივრცეში რუსული დრონების შეჭრა უბრალოდ მიუღებელია. მე ამას უმკაცრესად ვგმობ. მოვუწოდებ რუსეთს, დაასრულოს ეს თავდასხმები. კიდევ ერთხელ ვუცხადებ პოლონელ ხალხს და მის მთავრობას ჩვენს სრულ სოლიდარობას. მალე შევხვდები ნატო-ს გენერალურ მდივანს, მარკ რუტეს. ჩვენი მოკავშირეების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით დათმობაზე არ წავალთ“, - წერს ემანუელ მაკრონი.