კალაძის ბანერზე წარწერების გაკეთების ფაქტზე შსს-მ გამოძიება სსკ-ის 187-ე, ნივთის დაზიანებისა ან განადგურების მუხლით დაიწყო, რაც 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. აღნიშნულის შესახებ მედიას შსს-ში დაუდასტურეს.
ამ დროისთვის "ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის შტაბთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
მანამდე პროტესტის მონაწილეებმა კახა კალაძის ბანერზე წარწერა: „რუსული ოცნება“ გააკეთეს.