თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის შტაბთან მომხდარი დაპირისპირებისას დაშავებული რამდენიმე მოქალაქე კლინიკაში გადაიყვანეს. დაშავებულებს დახმარება ქაშვეთთან, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანებში აღმოუჩინეს.
შეგახსენებთ, ხმაური და დაპირისპირება იყო მელიქიშვილის გამზირზე, კალაძის საარჩევნო შტაბთან. ადგილზე ვითარება აქციის მონაწილეების გამოჩენის შემდეგ დაიძაბა. სიტყვიერი დაპირისპირება ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. აქციის მონაწილეების განცხადებით, მათ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ.
მოგვიანებით, მოქალაქეებმა მსვლელობით რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლეს.
ფოტო: "ნეტგაზეთი"