მოვუწოდებთ შეკრების მონაწილეებს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მითითებებს, არ დაუშვან სიტუაციის ხელოვნურად ესკალაცია, - ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს, რითაც მელიქიშვილის გამზირზე მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კანონდარღვევის თითოეულ ფაქტს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე მოქალაქეებს შორის დაპირისპირების დაწყებისთანავე მიიღეს შესაბამისი ზომები ვითარების განმუხტვისა და კონფლიქტის კიდევ უფრო გამწვავების თავიდან აცილების მიზნით. თუმცა, მოქალაქეთა ნაწილი კვლავ არ ემორჩილება სამართალდამცველების მოწოდებას და არღვევს საზოგადოებრივ წესრიგის.
მოვუწოდებთ შეკრების მონაწილეებს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მითითებებს, არ დაუშვან სიტუაციის ხელოვნურად ესკალაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში სამართალდამცველები მიმართავენ კანონით დადგენილ ღონისძიებებს, ხოლო კანონდარღვევის თითოეულ ფაქტს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება”, - ნათქვამია განცხადებაში.
მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა.
ფოტო: პუბლიკა