აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინაში, კიტ კელოგმა, განაცხადა, რომ კიევში მთავრობის შენობაზე დარტყმით რუსეთი არ აჩვენებს ომის დიპლომატიური გზით დასრულების განზრახვას.
„ეს თავდასხმა არ იყო სიგნალი იმისა, რომ რუსეთს ამ ომის დიპლომატიური გზით დასრულება სურს,“ - წერს კელოგი Х-ზე.
კელოგმა აღნიშნა, რომ ნებისმიერი ომის საფრთხე მისი ესკალაციაა და რუსეთი, მისი თქმით, „კონფლიქტს ესკალაციას უწევს“ ომის ყველაზე მასშტაბური საჰაერო თავდასხმის განხორციელებით, უკრაინის მი ნისტრთა კაბინეტის შენობაზე.
კელოგიმ აღნიშნა, ორი კვირის წინ, ის ამ შენობაში პრემიერ-მინისტრ იულია სვირიდენკოსთან ერთად იმყოფებოდა.
„ისტორია აჩვენებს, რომ ასეთმა ქმედებებმა შესაძლოა, კონფლიქტის ესკალაცია გამოიწვიოს, რაც კონტროლიდან გამოვა. სწორედ ამიტომ მუშაობს პრეზიდენტი ტრამპი ამ ომის შესაჩერებლად“, - წერს ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი.