გუშინ, რესტორან „ქვევრში“ სროლა იყო.
არსებული ინფორმაციით, მომხდარი ფინანსურ დავას უკავშირდება რესტორნის მეწილეებს შორის. გავრცელებული ინფორმაციით, სროლას წინ უძღოდა ფიზიკური დაპირისპირება. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
"ტვ პირველის" ინფორმაციით კი, დაპირისპირება იყო რესტორნის მფლობელ ტიბუას და ლევან ბასლანძეს შორის, რომელიც ასევე "ქვევრის" ერთ-ერთი მეწილეა. ამავე ინფორმაციით, ის ტიბუას ჯერ ფიზიკურად გაუსწორდა, შემდეგ კი გაურკვეველი მიმართულებით ისროლა.