აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლის მიხედვითაც აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს ძველი სახელწოდება „აშშ-ის ომის დეპარტამენტი“ დაუბრუნდება.
„ჩვენ მოვიგეთ პირველი მსოფლიო ომი, მეორე მსოფლიო ომი და ყველაფერი, რაც მანამდე და მათ შორის მოხდა“, - ხაზი გაუსვა აშშ-ის პრეზიდენტმა შესაბამისი განკარგულების ხელმოწერისას.
ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტს (Department of Defense, DoD) 1947 წლამდე ერქვა ომის დეპარტამენტი (Department of War).
მას შემდეგ, დეპარტამენტისთვის სახელის დაბრუნების მცდელობა რამდენჯერმე ჰქონდათ, თუმცა ინიციატივა სისრულეში არასოდეს მოუყვანიათ.