გავრცელებული ინფორმაციით, დედოფლისწყაროში ავარიას 59 წლის კაცი ემსხვერპლა.
ადგილობრივების ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ გამარჯვებასთან მოხდა. ერთმანეთს ორი მანქანა შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად დაშავდა სამი ადამიანი, მათ შორის ორი არასრულწლოვანი. ისინი სამკურნალოდ კლინიკაში გადაიყვანეს.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.