აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს ევროპელ ლიდერებს განუცხადა, რომ ევროპამ უნდა შეწყვიტოს რუსული ნავთობის ყიდვა, რადგან ეს მოსკოვს უკრაინის წინააღმდეგ ომის დაფინანსებაში ეხმარება.
ამის შესახებ ტრამპმა „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის შემდეგ განაცხადა. იუწყება Reuters
ტრამპი საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ხელმძღვანელობით „მტკიცე კოალიციის“ ქვეყნების სატელეფონო საუბარს შეუერთდა.
„პრეზიდენტმა მაკრონმა და ევროპელმა ლიდერებმა პრეზიდენტი ტრამპი „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაზე მიიწვიეს.
პრეზიდენტმა ტრამპმა აღნიშნა, რომ ევროპამ უნდა შეწყვიტოს რუსული ნავთობის ყიდვა, რომელიც ომს აფინანსებს, რადგან რუსეთმა წელიწადში ევროკავშირისთვის საწვავის გაყიდვიდან 1.1 მილიარდი ევრო მიიღო.
მისი თქმით, ტრამპმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ევროპელმა ლიდერებმა ჩინეთზე ეკონომიკური ზეწოლა უნდა მოახდინონ რუსეთის სამხედრო მოქმედებების დაფინანსების გამო“.
აღნიშნული ინფორმაცია პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე დაადასტურა.
„პრეზიდენტი ტრამპი ძალიან უკმაყოფილოა, რომ ევროპა რუსულ ნავთობს ყიდულობს“, - თქვა მან და ამ კონტექსტში სლოვაკეთი და უნგრეთი ახსენა.