"ეს რეჟიმი დგას შუშის ფეხებზე და მხოლოდ მცირე წინააღმდეგობაა საჭირო, ამიტომ 4 ოქტომბერს ხალხის ერთიანობა და მტკიცე მშვიდობიანი ბრძოლა იქნება გადამწყვეტი, ამიტომ ეშინია “ოცნებას” და სწორად ეშინიათ 4 ოქრომბრის", - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, ანა წითლიძემ.
"2003 წლის ვარდების რევოლუცია იყო მშვიდობიანი, როდესაც შეიცვალა ხელისუფლება მშვიდობიანი მრავალათასიანი საპროტესტო აქციით, შორს რომ არ წავიდეთ, უახლოესი ჩვენი ისტორია შეგვიძლია გავიხსენოთ, ამიტომ ზუსტად ასეა, მშვიდობიანად რეჟიმს 4 ოქტომბერს აუცილებლად მშვიდობიანად უნდა დავამხოთ, ეს არის ყოველ ჩვენგანზე დამოკიდებული, ჩვენ ვართ ამ მოტივაციით, ჩვენ ვამბობთ, რომ 4 ოქტომბერი არის შესაძლებლობა, რომ გამოვიდეთ უამრავი და ვიბრძოლოთ, უბრალოდ კი არ ვისეირნოთ, არამედ ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ეს რეჟიმი ჩამოვშალოთ და ეს რეჟიმი არის შუშის ფეხებზე, რომელსაც სჭირდება ოდნავი წინააღმდეგობა და მედგრად ბრძოლა. ჩვენ ძალიან მოტივირებული ვართ, იგივეა “ოცნების” პანიკა 4 ოქტომბერზე, მათ სწორად ეშინიათ 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის", - განაცხადა ანა წითლიძემ.