"ქართული ოცნების“ რეჟიმისთვის საკუთარი ერთგული მსახურებიც არაფერს ნიშნავს – სუსში ოხანაშვილის მოშორება და მდინარაძის დანიშვნა კიდევ ერთი დასტურია მმართველი პარტიის სისუსტისა და სისტემური კრიზისის", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ანა წითლიძემ განაცხადა.
"დღეს ეგრეთწოდებულ არალეგიტიმურ პარლამენტში ხდება სუსის წინა შემცვლელის დანიშვნა - ეს სხვა არაფერი არის თუ არა დანიშვნა. ეს ყველაფერი რაც ახლა სუსთან დაკავშირებით ხდება - ოხანაშვილის მოსროლა, მდინარაძის მოსვლა და ა.შ ნათლად მიუთითებს იმას თუ რა ხდება “ქართულ ოცნებაში” და ნათლად მიუთითებს იმას, რომ ოლიგარქიული სისტემისთვის, რეჟიმის მონები და მსახურებიც კი, ისეთი მონებიც კი, როგორიც იყო ანრი ოხანაშვილი საერთოდ არაფერს არ ნიშნავს. ერთი თვის წინ ოხანაშვილი დანიშნეს და მას ეგონა, რომ ის იყო ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი უწყების ხელმძღვანელი, თუმცა ერთი თვის შემდეგ უბრალოდ აი ასე დაჭმუჭნეს და მოისროლეს და მოიყვანეს მდინარაძე, ოხანაშვილი კი განაწესეს კობახიძის ყავის მომდუღებლად. იგივე ბედი ელის ზუსტად მდინარაძეს, რადგან ოლიგარქიული რეჟიმები აი ასე ექცევიან საკუთარ მონებსაც, როდესაც ისინი არ სჭირდებათ.
მე არ ვიცი რა იქნება, მდინარაძე ზოგადად გამოირჩევა თავისი აგრესიულობით, ის ერთ-ერთი გამორჩეული მონაა მონათა შორის, თუმცა ვიცი, როგორი გადაადგილებაც არ უნდა ხდებოდეს სუსში, სუსი არასოდეს არ ყოფილა 13 წლის განმავლობაში ორგანო, რომელიც ასრულებდა თავის მთავარ ფუნქციას, ის გამოიყენებოდა მხოლოდ პოლიტიკური ოპონენტების დევნისთვის, პოლიტიკური ოპონენტების თვალთვალისთვის, შესაბამისად მდინარაძის ხელშიც უნდა გვქონდეს მოლოდინი, რომ სუსი სწორედ ამ გზას დაადგება, თუმცა იმ პირობებში, რაც ახლა “ქართულ ოცნებაში” ხდება - ერთმანეთის დაჭმა, ძიძგნა და მოპარული ფულების ისევ ეგრეთწოდებულ “ოფშიაკში” დაბრუნება - ეს ყველაფერი ჩვენ უნდა მივიჩნიოთ როგორც “ქართული ოცნების” სისუსტე, რომელიც ოპოზიციამ და საქართველოს მოქალაქეებმა - უმრავლესობამ, რომელსაც ეს რეჟიმი არ უნდა რომელმაც დაამარცხა საპარლამენტო არჩევნებზე ეს რეჟიმი - აუცილებლად უნდა გამოიყენონ", - განაცხადა ანა წითლიძემ.