27 აგვისტოდან ძალაში შევიდა ინდოეთიდან აშშ-ში იმპორტირებულ საქონელზე 50%-იანი ტარიფები.
ეს ტარიფი ერთ-ერთი ყველაზე მაღალია, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდნ ტრამპმა ამერიკის სავაჭრო პარტნიორის მიმართ დააწესა.
დონალდ ტრამპმა მკაცრი ზომების აუცილებლობა იმით ახსნა, რომ სურს ინდოეთი დაისაჯოს მეორადი სანქციებით, რადგან უკრაინაში გაჩაღებული ომის მიუხედავად, რუსული ნავთობის შეძენაზე უარი არ თქვა. მოსკოვი ენერგორესურსების გაყიდვიდან მიღებულ შემოსავალს, სხვა საკითხებთან ერთად, მეზობელ სახელმწიფოში შეჭრის დასაფინანსებლად იყენებს.
ამასთან, 50%-იანი ტარიფები არ ვრცელდება ინდოეთიდან აშშ-ში იმპორტირებულ ყველა საქონელზე. გამონაკლისები გავრცელდა ფარმაცევტული პროდუქტებისა და კომპიუტერული ჩიპებისთვის. როგორც ტრამპმა ადრე განაცხადა, მომავალში აშშ ამ კატეგორიის საქონელზე ცალკეული ტიპის გადასახადებს შემოიღებს.
მანამდე, ტრამპმა ინდოეთიდან იმპორტირებულ საქონელზე 25%-იანი ტარიფები დააწესა, შემდეგ კი 50%-მდე გაზარდა, რაც დღეიდან შევიდან ძალაში.
შეერთებული შტატები ინდოეთის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია.
ჩინეთის შემდეგ, ინდოეთი რუსული ნავთობის უმსხვილესი მყიდველია.