თბილისის ზღვაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილები შეეჯახნენ. შედეგად მსუბუქ ავტომობილში მჯდომი მგზავრი გარდაიცვალა.
გავრცელებული ცნობით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ფოტო: “ჩემი ქალაქი მკლავს”