აბასთუმანში ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს და წერს, რომ მას თავის არეში ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.
გამოცემის ცნობით, ცხედარი, გუშინ, 21 აგვისტოს, საღამოს საათებში ტყეში ნახეს. მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილი 1999 წელს იყო დაბადებული და სავარაუდოდ, სამცხე-ჯავახეთში არ ცხოვრობდა
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.