საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფრომაციას სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათი ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ სენაკიდან 6 კილომეტრში, სოფელი საგუნიო იყო.
მიწისძვრის სიმძლავრე 3.5 მაგნიტუდა იყო, ხოლო სიღრმე 5 კილომეტრი. მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით, 14:39 საათზე დაფიქსირდა.