რუსეთსა და უკრაინას შორის უკვე სამწელიწადნახევარია, ომია – სასტიკი კონფლიქტი, რომელმაც ასობით ათასი რუსი და უკრაინელი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა ტრილიონობით დოლარის ფასად, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ქეროლაინ ლევიტმა განაცხადა.
მისი თქმით, ბუშის პრეზიდენტობისას რუსეთი საქართველოში შეიჭრა, ობამას პრეზიდენტობისას რუსეთმა ყირიმი წაიღო, ბაიდენის პრეზიდენტობისას კი რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, პრეზიდენტ ტრამპის დროს კი რუსეთი არსად შეჭრილა და არაფერი წაუღია.
„აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის სისუსტემ და არაკომპეტენტურობამ მკვლელობების დაწყების საშუალება მისცა. უდავოა, რომ ბაიდენის პოლიტიკამ მსოფლიო მშვიდობას დააშორა. ბუშის პრეზიდენტობისას რუსეთი საქართველოში შეიჭრა, ობამას პრეზიდენტობისას რუსეთმა ყირიმი წაიღო, ბაიდენის დროს კი რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, პრეზიდენტ ტრამპის დროს რუსეთი არსად შეჭრილა და არაფერი წაუღია, რადგან რუსეთი ყოველთვის ძალიან დიდ პატივს სცემს პრეზიდენტ ტრამპს და მის პოლიტიკას“, – განაცხადა ლევიტმა.