დავიწყე შეხვედრის მოწყობა, განსაზღვრულ ადგილას, პრეზიდენტ პუტინსა და პრეზიდენტ ზელენსკის შორის, - დაწერა ტვიტერზე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.
„მქონდა ძალიან კარგი შეხვედრა გამორჩეულ სტუმრებთან: უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან, ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდრ სტუბთან, იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონისთან, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან, ევროპული კომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან და ნატო-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან თეთრ სახლში, რომელიც დასრულდა შემდგომი შეხვედრით ოვალურ ოფისში. შეხვედრის დროს განვიხილეთ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები, რომლებსაც უზრუნველყოფდნენ სხვადასხვა ევროპული ქვეყნები ამერიკის შეერთებული შტატების კოორდინაციით. ყველა ძალიან ბედნიერია რუსეთ-უკრაინისთვის მშვიდობის შესაძლებლობით. შეხვედრების დასასრულს დავურეკე პრეზიდენტ პუტინს და დავიწყე შეხვედრის მოწყობა, განსაზღვრულ ადგილას, პრეზიდენტ პუტინსა და პრეზიდენტ ზელენსკის შორის. ამ შეხვედრის შემდეგ გვექნება სამხრივი შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ორი პრეზიდენტი და მე“, – წერს ტრამპი.