აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ თავისი პრეზიდენტობის პერიოდში „ექვსი ომი დაასრულა“ და ყველას, ვინც რუსეთ-უკრაინის ომისადმი მის გაგებასა და მიდგომას ეჭვქვეშ აყენებს, „სულელები“ უწოდა. ამის შესახებ ტრამპიTruth Social-ში წერს.
ტრამპმა დაწერა, რომ მან „ექვს თვეში ექვსი ომი მოაგვარა, რომელთაგან ერთ-ერთს შეიძლებოდა ბირთვული კატასტროფავც კი გამოეწვია“ - რაზეც მან უკვე ისაუბრა Fox News-თან ინტერვიუში პუტინთან შეხვედრისთანავე.
„მაგრამ მე მაინც უნდა წავიკითხო და მოვუსმინო The Wall Street Journal-ს და ბევრ სხვას, რომლებიც საერთოდ ვერ ხვდებიან, როგორ მეუბნებიან, რომ რუსეთ-უკრაინის საკითხთან დაკავშირებით ყველაფერს არასწორად ვაკეთებ. ეს მძინარე ჯო ბაიდენის ომია და არა ჩემი.
მე აქ მხოლოდ ამის შესაჩერებლად ვარ“, - თქვა ტრამპმა და კიდევ ერთხელ დასძინა, რომ „ომი არ დაიწყებოდა, ის პრეზიდენტი რომ ყოფილიყო“.
„მე ძალიან კარგად ვიცი, რას ვაკეთებ და არ მჭირდება რჩევა იმ ადამიანებისგან, ვინც წლების განმავლობაში მუშაობდა ამ კონფლიქტებზე და ვერასდროს შეძლეს მათ შესაჩერებლად რაიმეს გაკეთება.
ისინი სულელები არიან, აკლიათ საღი აზრი, ინტელექტი ან გაგება და რუსეთსა და უკრაინაში მიმდინარე კატასტროფის მოგვარებას მხოლოდ ართულებენ. ყველა ჩემი „მსუბუქი“ და ძალიან ეჭვიანი კრიტიკოსის მიუხედავად, მე ამას გავაკეთებ“, - თქვა ტრამპმა.