საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მიერ უკრაინასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
პაპუაშვილის თქმით, ზოგჯერ, როდესაც ღირებულებაზე საუბრობენ, არა ფასეულობას, არამედ ფასს გულისხმობენ.
„ამ ბანერზე, ზემოთ საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის დღევანდელი განცხადებაა, სადაც ის უკრაინა-რუსეთის ომიდან გამოსავალს უკრაინის მხრიდან საკუთარი ტერიტორიების დათმობაში ხედავს. ქვემოთ კი საფრანგეთის ელჩის გაცილების საღამოა, სადაც ელჩი უცხოეთიდან დაფინანსებულ საქართველოს იმ მოქალაქეებთან ერთად პოზირებს, რომლებიც სამი წელია, უკრაინა-რუსეთის დაპირისპირებაში საქართველოს ჩათრევას ცდილობენ. უნდა ვიცოდეთ, რომ ზოგჯერ, როდესაც ღირებულებაზე გველაპარაკებიან, არა ფასეულობას, არამედ ფასს გულისხმობენ“, – წერს პაპუაშვილი.