საქართველოს ეროვნულ არქივში 2025 წლის 6 თვეში საარქივო დოკუმენტების 1 500 000-მდე ფურცელი, 250 კინოდოკუმენტი, 6 035 ფოტო და 150 ფონოდოკუმეტი გაციფრულდა.
"დიგიტალიზაციის პროექტის ფარგლებში, რომელიც ეროვნულ არქივში 2013 წლიდან ხორციელდება, საარქივო დოკუმენტების ციფრულ მატარებელზე გადატანა მიზნად ისახავს დოკუმენტების დედნების ფიზიკური დაზიანებისგან დაცვასა და მათზე ხელმისაწვდომობის გაზრდას. პროცესი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მიმდინარეობს და ეროვნული მემკვიდრეობის შენარჩუნებას ემსახურება. აღსანიშნავია, რომ ხელნაწერი დოკუმენტების გაციფრულება უკონტაქტო სკანერით ხდება, კინოდოკუმენტების მაღალი ხარისხით გაციფრულების მიზნით კი, ეროვნულ არქივში კინოფირების ციფრულ მატარებელზე გადატანა 4K გარჩევადობის კინოსკანერით მიმდინარეობს.
დოკუმენტების დიგიტალური ვერსიების გამოყენებით, ამავე პერიოდში, ეროვნული არქივის ვებგვერდზე შეიქმნა 5 მულტიმედიური გვერდი: „დოდო აბაშიძე – 100“, „ეროსი მანჯგალაძე - 100“, „კახი კავსაძე - 90“, „ტიციან ტაბიძე - 130“, ასევე ფოტოგრაფ დიმიტრი მძინარიშვილის ფოტოკოლექცია. წინამდებარე ელექტრონულ შეტყობინებაში მოცემული ინფორმაცია და მისი დანართ(ებ)ი გამიზნულია მხოლოდ კონკრეტული ადრესატ(ებ)ისთვის და შეიძლება შეიცავდეს კონფიდენციალურ ინფორმაციას. თუ თქვენ არ წარმოადგენთ შეტყობინების ადრესატს, გთხოვთ, დაუყოვნებლივ აცნობოთ აღნიშნული გამომგზავნს და დაუბრუნოთ ელექტრონული შეტყობინება; არ გაამჟღავნოთ და არ გაავრცელოთ შეტყობინებისა და მისი დანართ(ებ)ის შინაარსი; არ გადაიღოთ მათი ასლები და არ განახორციელოთ მასზე დაყრდნობით სხვადასხვა ქმედება; წაშალეთ აღნიშნული შეტყობინება და მისი დანართ(ებ)ი თქვენი სისტემიდან", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
,