აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდა, რუსეთთან ომის დასრულების მიზნით შეთანხმების დადებას მიაღწიოს.
ამის შესახებ დონალდ ტრამპი Truth Social-ში წერს.
“უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის შეუძლია ომი რუსეთთან უმალვე დაასრულოს, თუ თავად მოისურვებს, ან გააგრძელოს ბრძოლა. გაიხსენეთ, როგორ დაიწყო ყველაფერი-ობამამ რუსეთს ყირიმი 12 წლის წინ გასროლის გარეშე გადასცა, რომელსაც უკვე ვერავინ დააბრუნებს,ხოლო უკრაინის ნატოში შესვლაც გამორიცხულია! ზოგი რამ არასოდეს იცვლება”, - წერს ტრამპი.
ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ თეთრ სახლში ევროპელ ლიდერებთან მნიშვნელოვან შეხვედრას გამართავს.
‘’ხვალ თეთრ სახლში დიდი დღეა. აქ ერთდროულად ამდენი ევროპელი ლიდერი აქამდე არასდროს ყოფილა. ჩემთვის უდიდესი პატივია, რომ მათ ვმასპინძლობ. ‘’ყალბი მედია იტყვის, თითქოს ეს დიდი მარცხია პრეზიდენტ ტრამპისთვის, რომ ჩვენს ულამაზეს თეთრ სახლში ამდენ დიდებულ ევროპელ ლიდერს ვმასპინძლობ. სინამდვილეში კი, ეს ამერიკისთვის უდიდესი პატივია’’, - წერს ტრამპი.