აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მედია გააკრიტიკა ალასკასთან მოლაპარაკებებში მისი დიპლომატიური წარუმატებლობის შესახებ არაერთი ინფორმაციის გავრცელების შემდეგ.
„წარმოუდგენელია, თუ როგორ სასტიკად ამახინჯებს „ყალბი ამბები“ სიმართლეს, როდესაც საქმე მე მეხება. არაფერი შემიძლია ვთქვა ან გავაკეთო, რომ მათ ჩემზე გულწრფელად დაწერონ ან გააშუქონ“, - დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში.
მან აღნიშნა, რომ მას „ბაიდენის სულელურ ომთან დაკავშირებით ალასკაში შესანიშნავი შეხვედრა ჰქონდა“.
„რუსეთს თუ შეთანხმების ფარგლებში მოსკოვის დათმობას დავაძალებდი, ყალბი ამბები და მათი პარტნიორი, რადიკალური მემარცხენე დემოკრატები იტყოდნენ, რომ საშინელი შეცდომა და ძალიან ცუდი შეთანხმება დავუშვი. სწორედ ამიტომ არიან ისინი ყალბი ამბები. ასევე, მათ უნდა ისაუბრონ 6 ომზე და ა.შ“, – აცხადებს დონალდ ტრამპი.
ტრამპმა აღნიშნა, რომ მან „ახლახან შეაჩერა“ ექვსი ომი, თუმცა არ დაუკონკრეტებია რომელი.
„რუსეთთან დაკავშირებით დიდი პროგრესია. თვალყური ადევნეთ სიახლეებს“, - თქვა მან.