უკრაინის შეიარაღებული ძალები დონეცკის ოლქში, დობროპოლიასა და პოკროვთან არსებულ უბნებზე მეორე დღეა წინ მიიწევს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„გრძელდება ოკუპანტების განადგურება, რომლებიც ჩვენი პოზიციების სიღრმეში შეღწევას ცდილობდნენ
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უახლოეს დღეებში რუსეთის არმიამ შესაძლოა სცადოს ზეწოლის გაზრდა და უკრაინის პოზიციებზე ახალი დარტყმების განხორციელება, რითაც შეეცდება შექმნას უფრო ხელსაყრელი პოლიტიკური პირობები გლობალურ მოთამაშეებთან მოლაპარაკებებისთვის.
„ჩვენ ვაფიქსირებთ რუსული ჯარების გადაადგილებას და მომზადებას. რა თქმა უნდა, ჩვენ წინააღმდეგობას გავუწევთ - საჭიროების შემთხვევაში, ასიმეტრიულად,“ - თქვა ზელენსკიმ.