თბილისის საქალაქო სასამართლომ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ხუთივე პირს - გიორგი მიქაძეს, გიორგი კაჭკაჭაშვილს, მამუკა ბაღდავაძეს, დავით მიქაძეს და გიროგი ჯოხაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
დავით მიქაძეს და გიროგი ჯოხაძეს პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდათ.
სხდომაზე სიტყვით ისარგებლა ერთ-ერთმა ბრალდებულმა, გიორგი მიქაძემ და თქვა, რომ თავს შეურაცხყოფილად გრძნობს.
მნიშვნელოვანია კიდევ ერთი დეტალი, მიქაძე სხდომაზე ამტკიცებს, რომ მას მოსალოდნელი დაკავების შესახებ აფრთილებდნენ, თუმცა ამის მიუხედავად ქვეყანა არ დაუტოვებია.
ჩემო პოზიცია არის ის რომ არანაირი შემხებლობა არ მაქვს ამ საქმესთან. ვარ შეურაცხყოფილი. მე არაერთხელ გამაფრთხილეს რომ დამაკავებდნენ, მაგრამ არ წავედი. რომ გამიშვათ ახლა აქედან მაინც არსად არ წავალ. ვითხოვ თავისუფლებას! ვარ შეურაცხყოფილი", - "ტვ პირველის" ცნობით, განაცხადა მიქაძემ.
შემდეგი პროცესი 7 ოქტომბერს ჩაინიშნა.