თეთრმა სახლმა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარადგინა და მას „მშვიდობის პრეზიდენტი“ უწოდა.
ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.
ამასთან გამოაქვეყნებულია იმ პოლიტიკოსებისა და მთავრობების სია, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ტრამპის კანდიდატურას:
• სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი;
• აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი;
• კამბოჯის პრემიერ-მინისტრი ჰუნ მანეტი;
• გაბონის პრეზიდენტი ბრის ოლიგი ნგუემა;
• ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ;
• პაკისტანის მთავრობა;
• რუანდის საგარეო საქმეთა მინისტრი ოლივიე ნდუჰუნგირე.