უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთის პრეზიდენტ, ემანუელ მკრონს ესაუბრა.
ამის შესახებ ზელენსკი X-ზე წერს.
„ვესაუბრე საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს.
მადლიერი ვარ მხარდაჭერისთვის. ჩვენ გავცვალეთ მოსაზრებები დიპლომატიურ ვითარებასთან დაკავშირებით.
უკრაინა, საფრანგეთი და ყველა ჩვენი პარტნიორი მზად არიან, რეალური მშვიდობისთვის მაქსიმალურად პროდუქტიულად იმუშაონ.
უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ რუსებმა ვერავის მოტყუება ვეღარ შეძლონ. ჩვენ, ყველას გვჭირდება ომის რეალური დასასრული და უკრაინისა და სხვა ევროპული ქვეყნების უსაფრთხოების მყარი საფუძველი, - წერს ზელენსკი.