ღალატის კომისია ანწუხელიძის მსგავს გმირებს შეურაცხყოფს, კობახიძის განცხადებები კი მოსწონს მხოლოდ რუსეთს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრმა, იგორ ნარმანიამ მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ აქციაზე განაცხადა.
ნარმანიას განცხადებით, „ღალატის კომისია“ არა ფაქტების დადგენას, არამედ ქართული ჯარის და ეროვნული გმირების დისკრედიტაციას ემსახურება.
„ისინი ატარებენ ღალატის კომისიას, სადაც ქართულ ჯარს, ქართველ სამხედროებს, ქართველ გმირებს - ანწუხელიძეს და არაერთ გმირს აყენებენ შეურაცხყოფას და მათ ეძახიან პიარისთვის შეწირულს. კობახიძის მოღალატეობრივი განცხადებები უფრო მეტად მძაფრდება და მათი მომწონებელი დღეს არის მხოლოდ რუსული ოცნება, მარია ზახაროვა, პუტინი, ლავროვი და ა.შ“,- განაცხადა იგორ ნარმანიამ.