აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კომენტარი გააკეთა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისთვის ომის დასასრულებლად მიცემულ ვადასთან დაკავშირებით. ამის შესახებ პრეზიდენტმა თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც ცნობილია, პარასკევს, 8 აგვისტოს, იწურება ტრამპის მიერ გამოცხადებული 10-დღიანი ვადა, რის შემდეგაც სამშვიდობო შეთანხმებაზე პუტინის უარის შემთხვევეაში, აშშ-ის პრეზიდენტო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მეორად სანქციებს დააწესებს.
როდესაც ტრამპს ჰკითხეს, ულტიმატუმი ისევ ძალაშია თუ არა, მან უპასუხა:
"მასზე [პუტინზე] იქნება დამოკიდებული. ვნახოთ, რას იტყვის. მასზე იქნება დამოკიდებული. ძალიან იმედგაცრუებული ვარ". – უპასუხა რეპორტიორს ტრამპმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა 29 ივლისს რუსეთს უკრაინაში ომის დასასრულებლად შეთანხმების მიღწევისთვის 50-დღიანი ულტიმატუმის ვადა 10 დღემდე შეუმცირა.