ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის 17 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და “რუსეთს კიდევ ერთხელ მოუწოდებს რომ საქართველოში, ისევე როგორც უკრაინაში, საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა შეწყვიტოს.“
"2008 წლის აგვისტოში რუსეთის ჯარები საქართველოში შეიჭრნენ. ოკუპაცია 17 წლის შემდეგაც გრძელდება. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, რომ საქართველოში, ისევე როგორც უკრაინაში, საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა შეწყვიტოს და მისი მეზობლების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას პატივი სცეს“, - წერს ნორვეგიის საგარეო უწყება X-ზე.