ქართველები არასდროს დათმობენ თავიანთ სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას,- ასე ეხმიანება ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ომის მე-17 წლისთავს.
რესპუბლიკელი კონგრესმენი წერს, რომ “17 წლის შემდეგ რუსეთი ჯერ კიდევ ახდენს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის უკანონო ოკუპაციას.“
"17 წლის შემდეგ რუსეთი ჯერ კიდევ ახდენს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის უკანონო ოკუპაციას. ქართველები არასდროს დათმობენ თავიანთ სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - არ დაუთმობენ არც რუსეთს და არც კომუნისტური ჩინეთის მარიონეტ „ქართული ოცნების“ რეჟიმს“, - წერს უილსონი.