კინორეჟისორი ელდარ შენგელაია დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.
რეჟისორი მშობლების – ნატო ვაჩნაძის, ნიკოლოზ შენგელაიას და ძმის, გიორგი შენგელაიას გვერდით დაკრძალეს.
ელდარ შენგელაიას სამოქალაქო პანაშვიდი სიონის საკათედრო ტაძარში დღეს დილიდან მიმდინარეობდა.
ელდარ შენგელაია 92 წლის ასაკში 4 აგვისტოს გარდაიცვალა.