ის, რაც მტერმა ვერ განახორციელა 2008-ში, მას გამოუვიდა 2012 წლის 1-ელი ოქტომბრის არჩევნებში მასიური ჩარევით და ივანიშვილის ხელისუფლებაში მოყვანით, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.
როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, ახლა რუსეთი ივანიშვილის ხელით ცდილობს საბოლოოდ ადვილად დასამორჩილებლები გავხდეთ, რაც მისი თქმით, არ გამოუვათ.
„ახლა რუსეთი გადასულია მისი ჰიბრიდული ოპერაციის ახალ ეტაპზე. ის ივანიშვილის და კრიმინალური სინდიკატის ხელით ცდილობს დაგვავიწყოს საკუთარი საამაყო ისტორია, დაგვიქვეითოს ეროვნული თვითშეფასება, რათა საბოლოოდ ადვილად დასამორჩილებლები გავხდეთ. არ გამოუვათ!“ - წერს მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქზე“.