პრიორიტეტები აბსოლუტურად ნათელია - მკვლელობები უნდა შეწყდეს და რუსეთი ცეცხლის შეწყვეტას უნდა დათანხმდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე წერს.
ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, მნიშვნელოვანია ძირითადი დეტალების განხილვა:
„პრიორიტეტები აბსოლუტურად ნათელია. პირველი - მკვლელობების შეწყვეტა და სწორედ რუსეთი უნდა წავიდეს ცეცხლის შეწყვეტაზე. მეორე - ფორმატი ლიდერებისთვის, რათა შეხვედრამ იმუშაოს მართლაც ხანგრძლივი მშვიდობისთვის. უკრაინაში არაერთხელ გვითქვამს, რომ რეალური გადაწყვეტილებების მოძებნა შესაძლოა, მართლაც შედეგიანი იყოს სწორედ ლიდერების დონეზე. უნდა განისაზღვროს ასეთი ფორმატის დრო და საკითხთა წრე. მესამე - გრძელვადიანი უსაფრთხოება. ეს შესაძლებელია შეერთებულ შტატებთან და ევროპასთან ერთად“, - ამბობს ზელენსკი.
ზელენსკის განცხადებით, უკრაინას ომი არასდროს სურდა და მშვიდობისთვის მაქსიმალურად პროდუქტიულად იმუშავებს, მთავარი კი ის არის, რომ ომის დამწყებმა რუსეთმა მართლაც გადადგას ნაბიჯები აგრესიის შესაწყვეტად. ზელენსკის თანახმად, მსოფლიოს აქვს აგრესორზე ზეწოლის ბერკეტები და დაპირებების შესრულების შემოწმების შესაძლებლობა.
მისი ინფორმაციით, დღესაც ბევრი კონტაქტი ექნება მშვიდობის რეალურად მოახლოებისა და ნებისმიერ გარემოებებში უკრაინის დამოუკიდებლობის გარანტირებისთვის. მათ შორის საუბარი გერმანიის კანცლერთან და კავშირი კოლეგებთან საფრანგეთსა და იტალიაში.