კიდევ ერთხელ ვადასტურებ დანიის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში დანიის ელჩის, ანე ტოფტ სორენსენის რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის 17 წლისთავთან დაკავშირებულ განცხადებაში.
„დღეს ჩვენ საქართველოს გვერდით ვდგავართ და პატივს მივაგებთ იმ მამაც ადამიანებს, რომლებმაც თავიანთი სიცოცხლე 2008 წელს რუსეთის შემოჭრის დროს სამშობლოს დაცვას შესწირეს. კიდევ ერთხელ ვადასტურებ დანიის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - წერს ანე ტოფტ სორენსენი X-ზე.