საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში გაერო-ს მუდმივ კოორდინატორს დიდიე ტღებიუკს შეხვდა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს მთავრობასა და გაერო-ს მუდმივი კოორდინატორის ოფისს შორის არსებულ მრავალწლიან ნაყოფიერ პარტნიორობაზე. განიხილეს მიმდინარე პროგრამები და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები სხვადასხვა მიმართულებით.
აღინიშნა გაერო-ს მნიშვნელოვანი როლი მდგრადი განვითარების მიზნების, ასევე სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის პროცესში.
საუბრისას ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა დიდიე ტღებიუკს გაეროს მნიშვნელოვანი როლისთვის კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებების დაცვის კუთხით.
ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.