აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შესაძლოა, დამატებითი ტარიფები დაუწესოს არა მხოლოდ ინდოეთს, არამედ სხვა ქვეყნებსაც, რომლებიც რუსული ნავთობს ყიდულობენ, მათ შორის ჩინეთისაც. ამის შესახებ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„თქვენ გაცილებით მეტ [ქვეყნას] ნახავთ, თქვენ გაცილებით მეტ მეორად სანქციებს ნახავთ,“ - თქვა ტრამპმა.
ტრამპის განცხადება მოჰყვა შეკითხვას, თუ რატომ დაუწესა მან დამატებითი ტარიფები მხოლოდ ინდოეთს, მაშინ როცა სხვა ქვეყნები, მათ შორის ჩინეთი, ასევე ყიდულობენ რუსულ ნავთობს.
მოგვიანებით, როდესაც ტრამპს ჩინეთისთვის სანქციების დაწესების შესაძლებლობის შესახებ პირდაპირ ჰკითხეს, მან უპასუხა: „ეს შეიძლება მოხდეს“.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა ეს ინდოეთის მიმართ გააკეთა, ამიტომ მას შეუძლია იგივე გააკეთოს რამდენიმე სხვა ქვეყნის მიმართაც.
„ერთ-ერთი მათგანი შეიძლება იყოს ჩინეთი“, - თქვა ტრამპმა.
შეგახსენებთ, ტრამპმა ინდოეთიდან იმპორტირებულ საქონელზე დამატებით 25%-იანი ტარიფები დააწესა.
როგორც ამერიკის პრეზიდენტმა განმარტა, ეს გადაწყვეტილება ინდოეთის მიერ რუსული ნავთობის შესყიდვების საპასუხოდ მიიღო.