„თავისუფლება მზიას ” - ფილარმონიიდან პარლამენტისკენ მარში იმართება.
დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა „ბათუმელებისა” და „ნეტგაზეთის” დამფუძნებელსა და ჟურნალისტს, მზია ამაღლობელს ბრალი გადაუკვალიფიცირა და მას 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
ამაღლობელი 12 იანვარს, ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დააკავეს. თავდაპირველად ამაღლობელს ბრალი სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლით წაუყენეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს - აღნიშნული ბრალდება 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. დღევანდელ სხდომაზე კი მოსამართლემ ბრალდება 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გადაუკვალიფიცირა, რაც გულისხმობს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ.
ფოტო: ტაბულა