მინდა, მადლობა გადავუხადო დროებით საგამოძიებო კომისიას, თითოეულ წევრს და განსაკუთრებით მის ხელმძღვანელს, ქალბატონ თეა წულუკიანს, რამდენიმე ასეული გვერდისგან შემდგარი ანგარიში მოამზადა კომისიამ, რომელსაც პარლამენტი სექტემბერში განიხილავს და თავის დასკვნასაც გამოიტანს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ევროკავშირი წამებაზე, ბიზნესის რეკეტსა და სხვა დანაშაულებზე ხუჭავდა თვალს.
„იმედი მაქვს, საელჩოები, მოძალადეების სასამართლოებზე სიარულის შუალედში მაინც, თავისი ძირითადი ფუნქციით იყვნენ დაკავებული და თვალყურს ადევნებდნენ კომისიის საქმიანობას, რა ტრაგედიებს ჰყვებოდნენ ადამიანები, რას ნიშნავს წამება, რომელსაც ევროპა თვალს უხუჭავდა 2003-2012 წლების განმავლობაში. წამებაზე, ბიზნესის რეკეტზე ხუჭავდა თვალს ევროკავშირი. ეს ერთ მხრივ არის სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულის მხილება, მაგრამ ამავე დროს ეს არის ევროპის დუმილის მხილება. მაშინ როდესაც აქ ხალხს აწამებდნენ, ევროკავშირში წითელ ხალიჩას უშლიდნენ სააკაშვილს, უფრო მეტიც, როდესაც ეს ყველაფერი გაირკვა. მეწტიცმ როდესაც ვიდეოებიც ნახეს, სასამართლოებიც და განაჩენებიც სააკაშვილის წინააღმდეგ, ამის შემდეგაც წითელ ხალიჩებს უშლიდნენ, ევროპის სახალხო პარტია თავისუფალ სკამს დგამდა მისთვის და დღესაც ევროპარლამენტი, ევროკავშირი გვეუბნება, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს ციხიდან. ეს ღირებულებითი კრიზისია სინამდვილეში ევროკავშირში, როდესაც მწამებელს და დიქტატორს იხუტებენ გულში, ქართველი ხალხის ნებას ასე შორიდან უყურებენ და არაფრად მიიჩნევენ. სინამდვილეში, ეს არის ევროკავშირის პრობლემა, რომ ღირებულების დევალვაციაა და დიქტატორი გამოცხადებული ჰყავთ მეგობრად“, – განაცხადა პაპუაშვილმა.