ფსიქიატრიის პოლიტიკური მიზნით გამოყენება, საბჭოთა რუსეთის საუკეთესო ტრადიციით - ალბათ ყველას „მონანიება“ გაგვახსენა სასამართლოს ამ გადაწყვეტილებამ - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი, ლიდერი სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც სასამართლოს მიერ პროკურატურისთვის ნინო დათაშვილის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში არანებაყოფლობით მოთავსების მოთხოვნის დაკმაყოფილებას გამოეხმაურა.
სამადაშვილის თქმით, წლების შემდეგ მხატვრული ფილმის ჟანრშიც უამრავი რამ იქნება სათქმელი „საქართველოში ივანიშვილის რეჟიმზე“.
„ფსიქიატრიის პოლიტიკური მიზნით გამოყენება, საბჭოთა რუსეთის საუკეთესო ტრადიიციით.
ალბათ ყველას 'მონანიება' გაგვახსენა სასამართლოს ამ გადაწყვეტილებამ.
მონანიებაც და სასჯელის მოხდაც ამის შემოქმედებს რეალობაში მოუწევთ, თუმცა მხატვრული ფილმის ჟანრშიც უამრავი რამ იქნება სათქმელი ივანიშვილის რეჟიმის წლებზე საქართველოში, ამ რეჟიმთან ქართველი ხალხის ბრძოლაზეც“, - წერს სამადაშვილი.
ცნობისთვის, ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ინფორმაციით, პროკურატურამ პატიმრობაში მყოფი აქტივისტის, ნინო დათაშვილის მიმართ ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება მოითხოვა, სასამართლომ კი აღნიშნული შუამდგომლობა დააკმაყოფილა.