უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოუწოდა რუსულ მხარეს, ტექნიკურ დონეზე განცხადებების გაცვლისა და შეხვედრების ნაცვლად ლიდერებს შორის დონეზე მოლაპარაკებებზე გადავიდეს.
„ჩვენ რუსეთისგან განცხადებებს ვისმენთ და თუ ეს მათი სერიოზული მზადყოფნის სიგნალია, ღირსეულად დაასრულონ ომი და დაამყარონ ჭეშმარიტად მდგრადი მშვიდობა და არა მხოლოდ ომისთვის მეტი დროის მოგების მცდელობა და სანქციების გადადება, მაშინ უკრაინა კიდევ ერთხელ ადასტურებს მზადყოფნას ნებისმიერ დროს შეხვედრისთვის ლიდერების დონეზე,
ჩვენ გვესმის, ვინ იღებს გადაწყვეტილებებს რუსეთში და ვინ უნდა დაასრულოს ეს ომი. ამას მთელი მსოფლიოც ხვდება.
უკრაინა სთავაზობს, ტექნიკურ დონეზე განცხადებების გაცვლიდან და შეხვედრების დონიდან ლიდერებს შორის საუბრის დონეზე გადავიდეს. ამერიკამ ეს შესთავაზა. უკრაინამ მხარი დაუჭირა. რუსეთის მზადყოფნაა საჭირო,“ - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის მთავრობა ხედავს და მხარს უჭერს პრეზიდენტ ტრამპის ძალისხმევას, დაასრულოს რუსეთთან ომი, ყველა მკვლელობა და მიაღწიოს ღირსეულ და ხანგრძლივ მშვიდობას. „მადლიერები ვართ მსოფლიოში ყველა იმ ადამიანის, ვინც მხარს უჭერს მშვიდობისთვის ბრძოლას და გვეხმარება სიცოცხლის დაცვაში“, - განაცხადა პრეზიდენტმა.